დაბრუნების პირობები

იმ შემთხვევებისთვის, თუ მოწოდებული პროდუქცია დაზიანებულია ან არ შეესაბამება ვებგვერდზე მითითებულ მონაცემებს, ჩვენ გთავაზობთ პროდუქტის გამოცვლას ან თანხის დაბრუნებას ქვემოთ მოცემული პირობების შესაბამისად.

დაბრუნების პირობები წარმოადგენს ვებგვერდით სარგებლობის წესებისა და პირობების განუყოფელ ნაწილს. ვებგვერდით სარგებლობის წესებსა და პირობებზე დათანხმებისას თქვენ ეთანხმებით წინამდებარე დაბრუნების პირობებსაც.

რა შემთხვევაში შემიძლია პროდუქტის დაბრუნება?

Remember The Store პროდუქტის დაბრუნების პოლიტიკის გათვალისწინებით, გაძლევთ შესაძლებლობას უკან დააბრუნოთ შეძენილი პროდუქტი, თუ:

  • პროდუქტი არ შეესაბამება შეკვეთას ან ვებგვერდზე განთავსებულ ტექნიკურ მახასიათებლებს;
  • პროდუქტი დაზიანებულია;
  • პროდუქტს აქვს ქარხნული წუნი.

რამდენ დღეში შემიძლია ნივთის დაბრუნება?

  • პროდუქტის დაბრუნების სურვილის შემთხვევაში, საჭიროა პროდუქტის მიღებიდან 24 საათის განმავლობაში დააფიქსიროთ მოთხოვნა. (ეს პირობე არ ვრცელდება 31 დეკემბერს მიღებულ პროდუქციაზე)

როგორ უნდა დავაფიქსირო მოთხოვნა პროდუქტის დაბრუნება/გადაცვლაზე?

  • შეგიძლიათ მოგვწეროთ ჩატში ან/და დაგვიკავშირდეთ ქოლ ცენტრის საშუალებით ნომერზე +995 595 02 20 55

რა პროცედურა უნდა დავიცვა თანხის ანაზღაურებისთვის?

  • თუ გსურთ პროდუქტის დაბრუნება, საჭიროა პროდუქტს ახლდეს შეძენის დროს გადაცემული ყველა თანმხლები ნაწილები და დოკუმენტი ასეთის არსებობის შემთხვევაში. საგარანტიო ფურცელი, ტექნიკური პასპორტი, ნივთზე თანმხლები სხვა დოკუმენტები, ნივთის დაუზიანებელი ყუთი, აქსესუარები და სხვა

როგორ მოხდება თანხის ანაზღაურება?

Remember The Store ნივთის უკან დაბრუნების შემდეგ, 24 საათის განმავლობაში, შეგატყობინებთ გადაწყვეტილებას პროდუქტის ანაზღაურება/უკან დაბრუნების სტატუსის შესახებ.

ქარხნული წუნის შემთხვევაში, თანხის უკან დაბრუნების ან ნივთის ჩანაცვლების შესახებ გადაწყვეტილებას გაიგებთ 5 დღის განმავლობაში.

დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში თანხის ანაზღაურება მოხდება შეტყობინების მიღებიდან მაქსიმუმ 5 სამუშაო დღეში.

უარყოფითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ნივთი დაგიბრუნდებათ უკან

როგორ მოხდება დაბრუნებული პროდუქტის თანხის ანაზღაურება?

  • თანხის დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით, მომხმარებელს იმ საბარათო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით, რომლითაც განხორციელდა ნივთის შესყიდვა.