Კონფიდენციალურობის პოლიტიკა

მიზანი

ვებგვერდზე www.rememberthestore.ge-ზე ვიზიტის დროს ვალდებული ხართ გაეცნოთ ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკას. შესაძლებელია წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკაში განხორციელდეს ცვლილებები და დამატებები, შესაბამისად Remember The Store მოგიწოდებთ, რომ პერიოდულად გადაამოწმოთ კონფიდენციალურობის პოლიტიკა.

მომხმარებელი, რომელიც Remember The Store-ს საკუთარი სურვილით მიაწოდებს პერსონალური ხასიათის ინფორმაციას, ის ავტომატურად ანიჭებს უფლებამოსილებას Remember The Store-ს გამოიყენოს მომხმარებლის პერსონალური მონაცემები შენახვისა და დამუშავების მიზნით.

წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა განსაზღვრავს Remember The Store-ის მომხმარებელთა პერსონალური ხასიათის მონაცემების დამუშავების წესს, მიზნებს, გამოყენებისა და შენახვის პირობებს. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, Remember The Store-ის მიზანია მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დაცვა.

წინამდებარე დოკუმენტი (კონფიდენციალურობის პოლიტიკა) წარმოადგენს Remember The Store-ის ვებგვერდით სარგებლობის წესებისა და პირობების განუყოფელ ნაწილს, რომელიც არის ორმხრივი მავალდებულებელი დოკუმენტი.

ტერმინთა განმარტება

წინამდებარე დოკუმენტში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

  1. Remember The Store (შემდგომში „ჩვენ“, „ჩვენი“, „ვებგვერდი“) - საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული შპს „ფერადი ქარხანა“, საიდენტიფიკაციო კოდი 405252499, რეგისტრირებული: ქ. თბილისი, გ. შატბერაშვილის ქ. N4
  1. პერსონალური მონაცემი - ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს.
  2. მონაცემთა დამუშავება - ავტომატური, ნახევრად ავტომატური ან არაავტომატური საშუალებების გამოყენებით მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება.
  3. მონაცემთა სუბიექტი (შემდგომში მომხმარებელი) - ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომლის შესახებაც მუშავდება მონაცემები.
  4. მომხმარებლის თანხმობა - წინამდებარე დოკუმენტის მომხმარებლის მიერ გაცნობისა და მისი პერსონალური ხასიათის მონაცემების დამუშავების შესახებ გამოხატული ნება.
  5. მესამე პირი - ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, საჯარო დაწესებულება.
  6. პირდაპირი მარკეტინგი - ფოსტის, სატელეფონო ზარების, ელექტრონული ფოსტის ან სხვა ნებისმიერი სატელეკომუნიკაციო საშუალებით საქონლის, მომსახურების შეთავაზება.

 

თანხმობა

Remember The Store-ის ვებგვერდით სარგებლობა მიიჩნევა მომხმარებლის მიერ კონფიდენციალურობის პოლიტიკის თაობაზე თანხმობად. შესაბამისად, Remember The Store-ს მომხმარებელი ანიჭებს უფლებას დაამუშაოს, შეინახოს და გამოიყენოს მომხმარებლის მიერ მიწოდებული პერსონალური ხასიათის ინფორმაცია.

აღნიშნული ინფორმაცია Remember The Store-ის მიერ გამოყენებული იქნება მომსახურების გაწევის მიზნებიდან გამომდინარე მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით.

მონაცემთა დამუშავების საფუძვლები

Remember The Store მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს დაამუშავებს, თუ:

  • არსებობს მომხმარებლის თანხმობა.
  • მონაცემთა დამუშავება საჭიროა Remember The Store-ის მიერ, მისთვის კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად.
  • მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მომხმარებლისათვის მომსახურების გასაწევად.

მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანი

  • Remember The Store-ის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება;
  • Remember The Store_ის კანონისმიერი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულება;
  • მომხმარებლის მიერ წაყენებული პრეტენზიების აღმოფხვრა;
  • მომხმარებლის მიერ ვებგვერდზე გამოვლენილი აქტივობების მონიტორინგი;
  • Remember The Store -ზე განახლებული მონაცემების მომხმარებლებისათვის შეტყობინება;
  • მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაცია;
  • მომხმარებლის მიერ უკუკავშირის დამყარება;
  • Remember The Store -ის მიერ დანერგილი სიახლეების დატესტვა;
  • ვებგვერდზე ახალი პროდუქტებისა და სიახლეების დანერგვა;
  • მომხმარებლების იმ ჯგუფთა განსაზღვრა, რომელთათვის უნდა განხორციელდეს სიახლეების შეთავაზება;
  • მარკეტინგული და სხვა სახის აქტივობების განხორციელება;
  • მომხმარებლის მიერ განხორციელებული შესყიდვების თაობაზე ინფორმაციის მიწოდება;
  • მომხმარებლის მიერ ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე უფლებამოსილი მესამე პირისგან ინფორმაციის მიღება;
  • Remember The Store-ის სისტემის არამართლზომიერი გამოყენების პრევენცია;
  • საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის პრევენცია;
  • სახელმწიფო კომპეტენტური ორგანოებისათვის მიწოდება;
  • კანონიერი ინტერესების დაცვა;
  • Remember The Store -ისთვის პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით მინიჭებული სხვა ლეგიტიმური მიზანი.

მომხმარებლის უფლებამოსილება

მომხმარებელს უფლება აქვს Remember The Store -ს მოსთხოვოს მონაცემთა დამუშავების შესახებ შემდეგი ინფორმაცია:

  • მომხმარებლის შესახებ რომელი მონაცემები მუშავდება Remember The Store -ის მიერ;
  • მონაცემთა დამუშავების მიზანი
  • მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძველი;
  • რა გზით შეგროვდა მონაცემები;
  • ვისზე გაიცა მომხმარებლის შესახებ მონაცემები, მონაცემთა გაცემის საფუძველი და მიზანი;

მომხმარებლის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში Remember The Store ვალდებულია გაასწოროს, განაახლოს, დაამატოს, დაბლოკოს, წაშალოს ან გაანადგუროს მონაცემები, თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის მოთხოვნათა დარღვევით.

მომხმარებელი უფლებამოსილია პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის შემთხვევაში მიმართოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ან სასამართლოს.

მომხმარებელს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს განაცხადოს უარი მის მიერ Remember The Store -ისათვის მიცემულ თანხმობაზე და მოითხოვოს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა ან/და დამუშავებული მონაცემების განადგურება.

მომხმარებლის ვალდებულება

მომხმარებელი ვალდებულია Remember The Store-ს მის შესახებ მიაწოდოს სრულყოფილი და სწორი ინფორმაცია შემდგომში მომსახურების მიღების მიზნით. აღნიშნული ვალდებულება ასევე ვრცელდება მომხმარებლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის ცვლილებებზე.

ქოლ-ცენტრი

Remember The Store -ის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების, პრობლემის აღმოფხვრის, უკუკავშირისა და უსაფრთხოების მიზნით ხორციელდება შემომავალი და გამავალი ზარების ჩაწერა, შენახვა და დამუშავება.

Remember The Store -ის ვებგვერდის გამოყენების პირობები

მომხმარებლის მიერ Remember The Store -ის ვებგვერდის გამოყენებით მომხმარებელი აცხადებს თანხმობას Remember The Store -ის მიერ მისი პერსონალური მონაცემებისა და მზა ჩანაწერების (Cookies) შენახვასა და დამუშავებაზე.

მომხმარებელი ვალდებულია Remember The Store -ს მიაწოდოს სრული და სწორი ინფორმაცია, ცვლილების შემთხვევაში განაახლოს მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია.

არასრულწლოვანი პირი

Remember The Store არ აქვს შესაძლებლობა გადაამოწმოს მომხმარებლის მიერ მითითებული ინფორმაციის უტყუარობა და სისწორე, მათ შორის, მომხმარებლის ასაკი. თუ ცნობილი გახდება, რომ ინფორმაციის მომწოდებელი პირი არ არის სრულწლოვანი, Remember The Store უფლებამოსილია არ გაითვალისწინოს არასრულწლოვანი პირის მიერ მოწოდებული ინფორმაცია. თუ თქვენთვის ცნობილი გახდა, რომ Remember The Store -ზე რეგისტრირებული პირი არ არის სრულწლოვანი და არ აქვს კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა ვებგვერდით სარგებლობასთან დაკავშირებით, გთხოვთ გვაცნობოთ აღნიშნულის თაობაზე.

ვის ვუზიარებთ მომხმარებლის მონაცემებს

პერსონალური მონაცემების გაზიარება ხორციელდება პარტნიორი საკურიერო მომსახურების გამწევი კომპანიებისათვის, რომლებიც უზრუნველყოფენ მომხმარებლისათვის შეძენილი პროდუქციის მიწოდებას მის მიერ მითითებულ მისამართზე. საკურიერო მომსახურების გამწევ პარტნიორ კომპანიებს მომხმარებლის შესახებ გადაეცემა შემდეგი სახის ინფორმაცია: შეკვეთის დეტალები, სახელი, გვარი, მისამართი და საკონტაქტო ნომერი. პარტნიორი საკურიერო კომპანიებისათვის მიწოდებული ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ შეძენილი პროდუქციის მიწოდების მიზნით.

მომხმარებლის პერსონალური მონაცემების გაზიარება შესაძლებელია საჭირო გახდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დანაშაულის დადგენის, გამოძიების ან დანაშაულის აღკვეთის მიზნით.

მომხმარებლის ინტერესებიდან გამომდინარე, პირდაპირი მარკეტინგის გზით, სარეკლამო მასალების მოწოდების, მომხმარებლისათვის საინტერესო მომსახურების, პროდუქციის, სერვისებისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით Remember The Store -ს შეუძლია ისარგებლოს მომხმარებლის პერსონალური ინფორმაციით, კერძოდ, სახელით და ელ. ფოსტის მისამართით/ტელეფონის ნომრით. პირდაპირი მარკეტინგის განსახორციელებლად Remember The Store იტოვებს უფლებას, ხსენებული პერსონალური ხასიათის ინფორმაცია გადასცეს მესამე პირებს, რომლებიც სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე გაუწევენ Remember The Store -ს სარეკლამო მომსახურებას.

Remember The Store უფლებამოსილია პერსონალური ინფორმაცია გაუზიაროს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, გარდა ზემოაღნიშნულისა, ნებისმიერ მესამე პირს.

პირდაპირი მარკეტინგის შეწყვეტის მოთხოვნა

მომხმარებელს ნებისმიერ დროს აქვს შესაძლებლობა Remember The Store -ს მოსთხოვოს პირდაპირი მარკეტინგის შეწყვეტა. მომხმარებლის მიერ პირდაპირი მარკეტინგის შეწყვეტის თაობაზე მოთხოვნა არ ავალდებულებს Remember The Store -ს შეწყვიტოს ინფორმაციის მიწოდება განახლებებისა და ცვლილებების შესახებ.

პირდაპირი მარკეტინგის შეწყვეტის სურვილის შემთხვევაში მომხმარებელს შეუძლია ელ.ფოსტის მეშვეობით მიმართოს Remember The Store აღნიშნულში არ მოიაზრება Remember The Store-ის მიერ სხვა მომსახურების მიწოდების შეწყვეტა.

ლოგ ფაილები და cookies

Remember The Store სარგებლობს ლოგ ფაილების სტანდარტული პროცედურით. სხვა ვებგვერდების მსგავსად, Remember The Store იყენებს Cookies. ლოგ ფაილები და Cookies გამოიყენება იმისთვის რომ ვებგვერდმა შეინახოს ინფორმაცია მომხმარებლების ქცევის შესახებ და გააუმჯობესოს მომსახურების ხარისხი. მათი მეშვეობით გენერირდება და გროვდება შემდეგი ინფორმაცია:

  • IP მისამართი
  • მოწყობილობის ტიპი
  • ბრაუზერი
  • ვებგვერდის ვიზიტის დრო, თარიღი და ხანგრძლივობა
  • რომელი პლატფორმიდან გადმომისამართდა მომხმარებელი Remember The Store -ის ვებგვერდზე
  • ინფორმაცია Remember The Store -ის ვებგვერდზე განხორციელებული ქმედებების შესახებ - რა პროდუქტები მოინახულა მომხმარებელმა

ამ ინფორმაციით არ ხდება კონკრეტული მომხმარებლის იდენტიფიცირება და წარმოადგენს ანალიტიკურ მონაცემებს.

ამგვარი ინფორმაციის დამუშავების მიზანია:

  • გავაანალიზოთ ტრენდები
  • Remember The Store -მა მართოს ვებგვერდი
  • აწარმოოს სტატისტიკა
  • თვალი ადევნოს მომხმარებლების ქმედებებს ვებგვერდზე გამოცდილების შექმნის მიზნით
  • ეფექტური მარკეტინგული აქტივობების შესამუშავებლად და განსახორციელებლად
  • რჩევებისა და რეკომენდაციების მისაცემად

ვებგვერდის გამოყენების დაწყებისას მომხმარებელს აქვს საშუალება დაეთანხმოთ cookies. თუ მომხმარებელი არ დააჭერს შესაბამის ღილაკს და შეტყობინების მიუხედავად გააგრძელებს ვებგვერდით სარგებლობას, ამგვარი ქმედება ჩაითვლება მომხმარებლის მიერ თანხმობად.

Cookie-ს პარამეტრების ცვლილება შესაძლებელია ბრაუზერის პარამეტრების შეცვლით.

მონაცემების მიღება

Remember The Store ინფორმაციას იღებს შემდეგი წყაროებიდან:

  • როდესაც მომხმარებელი ავსებს ვებგვერდის სარეგისტრაციო ფორმას
  • როდესაც კომუნიკაცია ხდება ტელეფონის ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით
  • როდესაც მომხმარებელი იყენებს Remember The Store-ის ვებგვერდს და ჩატს

რა სახის მონაცემები მუშავდება

ვებგვერდზე რეგისტრაციისას მომხმარებელი უთითებს შემდეგ ინფორმაციას:

  • მობილურის ნომერი
  • ელექტრონული ფოსტა
  • მისამართი
  • სახელი და გვარი
  • ონლაინ მაღაზიაში ავტორიზაციისთვის ფასვორდი

რეგისტრაციისთვის აუცილებელია აღნიშნული ინფორმაციის მითითება, რომლის გარეშე მომხმარებელი ვერ განახორციელებს ვებგვერდზე რეგისტრაციას.

პროდუქციის შერჩევის შემდგომ მომხმარებელი ანგარიშსწორების მიზნით გადამისამართდება ბანკის ანგარიშსწორების გვერდზე, სადაც უთითებს მისი ბარათის მონაცემებს და ადასტურებს გადარიცხვას. Remember The Store -ს არ აქვს წვდომა მომხმარებლის საბანკო ბარათის მონაცემებზე. Remember The Store იღებს ინფორმაციას მომხმარებლის მიერ ანგარიშსწორების შესახებ.

კონფიდენციალური მონაცემების შენახვის ვადა

Remember The Store პასუხისმგებლობას იღებს მომხმარებლის პერსონალური მონაცემების საიდუმლოებასა და უსაფრთხოებაზე.

მომხმარებლის შესახებ კონფიდენციალურ ინფორმაციას Remember The Store ინახავს კანონმდებლობით და წინამდებარე პოლიტიკით გათვალისწინებული მიზნის მიღწევისათვის საჭირო ვადით.

უსაფრთხოება

Remember The Store -ისთვის მნიშვნელოვანია მომხმარებლის მიერ მიწოდებული კონფიდენციალური ხასიათის ინფორმაციის დაცვა. მომხმარებლის პირადი პროფილი ხელმისაწვდომია მხოლოდ მის მიერ შერჩეული მომხმარებლის სახელისა და ფასვორდის საშუალებით. Remember The Store გთხოვთ, აღნიშნული ინფორმაცია არ გაანდოთ მესამე პირებს. წინააღმდეგ შემთხვევაში Remember The Store იხსნის სრულ პასუხისმგებლობას.

Remember The Store მიმართავს ყველა ზომას მომხმარებლის კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის მიზნით, თუმცა არ იღებს პასუხისმგებლობას და არ იძლევა გარანტიას მესამე პირების ქმედებებზე, რომლებიც ახორციელებენ კანონსაწინააღმდეგო შეღწევას Remember The Store -ის სერვერებზე.

 

 

 

მესამე მხარე

Remember The Store იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას სხვა ვებგვერდებთან მიმართებით, რომლებიც შესაძლებელია გარე ბმულის სახით განთავსებული იყოს Remember The Store -ის ვებგვერდზე. სხვა ვებგვერდის კონფიდენციალურობის პოლიტიკა შესაძლოა განსხვავდებოდეს წინამდებარე პოლიტიკისგან. შესაბამისად, Remember The Store მოგიწოდებთ გაეცნოთ გარე ბმულის სახით მითითებული ვებგვერდის გამოყენების პირობებსა და კონფიდენციალურობის პოლიტიკას.

ცვლილებები და დამატებები

შესაძლებელია წინამდებარე დოკუმენტში განხორციელდეს ცვლილებები და დამატებები. ცვლილებების ან დამატებების შეტანის შემთხვევაში მომხმარებელი მიიღებს პირად შეტყობინებას ან გამოქვეყნდება ვებგვერდზე.

ცვლილებები და დამატებები ძალაში შედის Remember The Store -ის მიერ მომხმარებლისათვის პირადი შეტყობინების გაგზავნის ან ვებგვერდზე გამოქვეყნების შემდეგ. ცვლილებებისა და დამატებების ძალაში შესვლის შემდგომ, მომხმარებლის მიერ ვებგვერდით სარგებლობა განხილული იქნება როგორც შეცვლილ პირობებზე თანხმობა.

Remember The Store -თან დაკავშირება

კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან დაკავშირებული კითხვებისა და დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაგვიკავშირდით contact@rememberthestore.ge